Belive

დიდი ცვლილებები ინტერში: ახალი ლოგო, სახელი და სპონსორი

3 წლის წინ სხვა
1 წთ
იტალიური მედიის ცნობით, მილანის "ინტერი" მარტის თვეში კლუბის სახელისა და ლოგოს შეცვლას გეგმავს. Football Italia La Gazzetta dello Sport-სა და Corriere della Sera-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ კლუბის სახელი "ინტერნაციონალ მილანი" "ინტერ მილანოთი" შეიცვლება, რათა კლუბსა და ქალაქს შორის მემკვიდრეობა ნათლად გამოკვეთოს. კლუბის შემოკლებული სახელი ასევე შეიცვლება და აღინიშნება ინიციალებით I და M. ასევე ცნობილია, რომ უახლოეს თვეებში მეტი ცვლილება იქნება მოსალოდნელი. უფრო მეტიც, წყაროს ცნობით, ბრიტანული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს მილანური კლუბის წილის შესაძენად და ამ შემთხვევაში, სათამაშო მაისურის წინა მხარეს დატანილი ისტორიული სპონსორი Pirelli ახლით ჩანაცვლდება, რომელიც კლუბს წელიწადში 30 მილიონ ევროს გადაუხდის. სპონსორის სახელი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. სერია A-ში ჩატარებული 18 შეხვედრის შემდეგ, ანტონიო კონტეს გაწვრთნილ გუნდს 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები