Belive

დიეგო ფორლანმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

4 წლის წინ სხვა
2 წთ
ურუგვაის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, დიეგო ფორლანმა 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დიეგო ფორლანის ბოლო კლუბი "კიტჩი" იყო, რომელიც ჰონგ-კონგის ჩემპიონატში ასპარეზობს.

დიეგო ფორლანის კარიერის მოკლე მიმოხილვა

დიეგო ფორლანმა პროფესიონალური კარიერა არგენტინულ კლუბ "ინდეპედიენტეში" 1997 წელს დაიწყო, 2002 წლის იანვარში კი იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, სადაც 63 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. დიეგოს კარიერა "მანჩესტერის" შემდეგ ესპანეთში, კერძოდ კი "ვილიარეალში" გაგრძელდა, სადაც მან 3 შესანიშნავი წელი გაატარა და იგი ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანურ გუნდში 106 მატჩში 54 გოლის გატანა შეძლო. "ვილიარეალის" დატოვების შემდეგ მან ბინა კვლავ ესპანეთში დაიდო, კერძოდ კი მადრიდის "ატლეტიკოში", სადაც 4-წლიანი (2007-2001) კარიერის განმავლობაში საოცარი თამაში გვაჩვენა. დიეგო ფორლანმა მადრიდულ კლუბთან ერთად 134 მატჩი ჩაატარა, სადაც 74 გოლის გატანა შეძლო. იგი ასევე 2009/2010 წლების სეზონში "ატლეტიკოსთან "ერთად ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მისი საუკეთესო სეზონი ევროპაში 2008/2009 წლების სეზონში შედგა, როდესაც მან "ატლეტიკოს" მაისურით 33 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა და გატანილი გოლებით სამუელ ეტო'ოსა ("ბარსელონა") და დავიდ ვილას ("ვალენსია") აჯობა. თუმცა მისი ტრიუმფი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა: ურუგვაელმა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ურუგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა და ამასთან, გულშემატკივარს საოცარი გოლები შესთავაზა. ფორლანი ტექნიკურად გამორჩეული ფეხბურთელი იყო, რომელიც მუდამ გოლის გატანაზე იყო მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ "ნისლიან ალბიონზე" მისი კარიერა კარგად არ განვითარდა, ურუგვაელმა ფეხბურთის გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა.

იხილეთ დიეგო ფორლანის შესანიშნავი გოლები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

       

სხვა სტატიები