Belive

"დინამო თბილისი სიკვდილის ჯგუფშია" | Total Waterpolo-მ თბილისური კლუბის შანსები შეაფასა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
26 ოქტომბერს, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგა სტარტს აიღებს. "დინამო თბილისთან" ერთად, ტურნირზე 16 გუნდი მონაწილეობს, რომელიც 2 ჯგუფშია გადანაწილებული. გუნდები ერთმანეთს როგორც საშინაო არენაზე, ასევე გასვლით შეხვედრებში დაუპირისპირდებიან. წყალბურთის სამყაროში ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა ციფრულმა მედიამ, Total Waterpolo-მ, ტურნირის პრევიუ გამოაქვეყნა, რომლის ობიექტივშიც, ცხადია, "დინამო თბილისიც" მოექცა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ A და B ჯგუფებში შესანიშნავი კლუბები არიან გადანაწილებულები, თუმცა განსაკუთრებული დაძაბულობა ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" (A) იგრძნობა, სადაც ჯგუფის აუტსაიდერადაც "დინამო თბილისია" მიჩნეული. Total Waterpolo-ს თანახმად, "დინამო თბილისისთვის" ნებისმიერი გამარჯვება მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. გუნდის მთავარი მწვრთნელის, დეიან სტანოიევიჩის შეფასებით, ამ მომენტისთვის, წინასწარი შეფასებების გაკეთება ნაადრევია. იმის მიუხედავად, რომ თითოეული გუნდი თბილისურ კლუბთან გამარჯვებისთვის ემზადება, "დინამო თბილისი" მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ ტურნირზე სხვებისთვის მოულოდნელი შედეგი დააფიქსიროს.
628-wyalburti-jgupi

A ჯგუფში, "დინამო თბილისთან" ერთად, 4 ყოფილი ჩემპიონი - "ფერენცვაროში," "ოლიმპიაკოსი", "ბარსელონეტა" და "იადრანი" იასპარეზებენ (ეს უკანასკნელი ჯგუფში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა). მათთან ერთად, ჯგუფში იტალიის ჩემპიონი "ბრეშა", სერბეთის ჩემპიონი "რადნიჩკი" და "ნოვი ბელგრადი" არიან წარმოდგენილები. შეგახსენებთ, თბილისური კლუბი პირველ შეხვედრას ათენში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 26 ოქტომბერს, 20:15-ზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Live.ge-ის ფეისბუქ გვერდსა და ტელეარხ "ტელესკოლაზე" შეგეძლებათ.

ასევე იხილეთ: დინამო თბილისი Vs. ოლიმპიაკოსი | პრევიუ

სხვა სტატიები