Belive

დიუსელდორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 22-24 თებერვალს დიუსელდორფში, დიუსელდორფის გრანდ სლემზე იასპარეზებს.  ეროვნული ნაკრები 14 სპორტსმენით წარსდგება და აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ვაჟები მიიღებენ მონაწილეობას. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: 60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი გუგულაშვილი 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი 81 კგ - ბექა დოღვანი, გიორგი კაციაშვილი 90 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი 100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშ ტაველური +100 კგ - ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დიუსლედორფის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი გახდა,  ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები