Belive

დოღის ისტორიაში მოგებული 3 საუკეთესო ფსონი

3 წლის წინ სხვა
3 წთ
სპორტის სხვადასხვა სახეობათა შორის, დოღი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეულია. მსოფლიოს მასშტაბით, დოღის ტურნირებს მილიონობით გულშემატკივარი უდიდესი აღფრთოვანებით ადევნებს თვალყურს. აღსანიშნავია, რომ დოღი იმ იშვიათ სპორტის სახეობათა შორის შედის, სადაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დაპირისპირება შეუძლიათ. დოღის გულშემატკივრობა არაერთმა ადამიანმა შემოსავლის სოლიდურ წყაროდ აქცია. გთავაზობთ, დოღის ისტორიაში განთავსებულ და მოგებულ 3 საუკეთესო ფსონს:
222
1. დარენ იეტსი - $830.000 1996 წელს, ბრიტანეთში გამართული "ასკოტის ფესტივალი" ბუკმეკერების კოშმარად იქცა. ტურნირზე იტალიელმა ჟოკეი - ფრენკი დეტორიმ ყველა (7) რბოლის მოგება შეძლო. აღსანიშნავია რომ დეტორის შანსები 25.000 ერთთან ფასდებოდა. მიუხედავად მეუღლისა და მეგობრების წინააღმდეგობისა, დარენ იეტსმა დეტორის გამარჯვებაზე განათავსა ფსონი. საბოლოოდ, დეტორის წარმატებამ იეტსის ბიუჯეტი $830.000-ით შეავსო. 2. ჯეიპი მაკმანუსი - $1.3 მილიონი უძრავი ქონების მაგნატი, რომლის კაპიტალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება - ფსონის განთავსებაშიც საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა. 2006 წელს გამართული ფესტივალის დროს, მხოლოდ 1 დღის განმავლობაში განთავსებული ფსონებით, მაკმანუსმა $1.3 მილიონის მოგება შეძლო. ერთ-ერთი ცნობილი საბუკმეკერო კანტორის წარმომადგენელი აღფრთოვანებით საუბრობდა იმ სიმამაცესა და გამბედაობაზე, რომელსაც მაკმანუსი ფსონის განთავსების დროს იჩენდა. 3. კონორ მერფი - $1.5 მილიონი 2012 წელს, 29-წლის კონორ მერფი ჩელტენემის დოღის ფესტივალზე მუშაობდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მისი უშუალო ხელმძღვანელის საკუთრებაში მყოფ 5 ცხენზე გადაწყვიტა ფსონის განთავსება. მერფის მეგობრები თვლიდნენ, რომ მან ყველაზე უიღბლო ფსონი განათავსა და $75 დოლარი დაკარგა - თუმცა ყველასათვის გასაკვირად, კონორ მერფიმ $1.5 მილიონის მოგება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ბეთლაივსა და Sports Information Services (SIS) შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ცხენების დოღის მოყვარულებს მრავალფეროვანი ფსონების განთავსების შესაძლებლობა მიეცათ. პარტნიორობის ფარგლებში, ბეთლაივის მომხმარებლები 24 საათიან რეჟიმში შეძლებენ დოღზე ყველაზე მეტი და მრავალფეროვანი პოზიციებიდან სასურველის შერჩევასა და ფსონის განთავსებას. Sports Information Services (SIS) წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ბეთლაივი “პრემიუმ სერვისით” იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულიდან გამომდინარე ბეთლაივის მომხმარებლებს საწყის ეტაპზე შესაძლებლობა ექნებათ ინგლისსა და ირლანდიაში გასამართ დოღის პირველი კატეგორიის ტურნირებზე განათავსონ ფსონი. ინგლისისა და ირლანდიის ტურნირების პარალელურად, სამომავლოდ საერთაშორისო ტურნირების (ავსტრალია, დუბაი, ლათინური ამერიკა, სამხრეთ კორეა) დამატებაც იგეგმება.

სხვა სტატიები