Belive

დოლიძე Vs. ჯაილსი | დაუმარცხებელი ქართველის სადებიუტო ბრძოლა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
21 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, რომან დოლიძე ტრევინ ჯაილსს დაუპირისპირდება. შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) რომან დოლიძეს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს (8:0) და ჯაილსსთან დაპირისპირებას დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით ხვდება. რომან დოლიძის დებიუტი UFC-ში 2020 წლის 18 ივლისს შედგა. ქართველმა მებრძოლმა ჰადის იბრაგიმოვი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2020 წლის 6 დეკემბერს, დოლიძემ ჯონ ალანი დაამარცხა და ელიტაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი UFC-ში რიგით მესამე ბრძოლას 21 მარტს ჩაატარებს. 32 წლის ქართველი და 28 წლის ამერიკელი მებრძოლების დაპირისპირება ლას ვეგასში, UFC Vegas 22-ის ივენთზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დოლიძემ, რომელიც აქამდე ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში იბრძოდა, ამჯერად დივიზიონი შეიცვალა და საშუალო წონაში შეეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას. დოლიძეს საშუალო წონით დივიზიონში, სადებიუტო ბრძოლის წარმატებით დასრულების იმედი აქვს - მისი მეტოქე, 28 წლის ტრევინ ჯაილსი UFC-ში 2017 წლიდან ასპარეზობს. ოქტაგონზე გამართული 6 ბრძოლიდან, ჯაილსმა 4 გამარჯვება მოიპოვა და ორჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები