Belive

დუბაის მსოფლიო თასი | საიუბილეო თარიღი და განსაკუთრებული მონაწილეები

3 წლის წინ სხვა
2 წთ
27 მარტს, დოღის მოყვარულთა ყურადღება არაბეთის გაერთიანებული საემიროებისკენ იქნება მიპყრობილი - 2021 წლის 27 მარტს დუბაი საიუბილეო (25-ე) მსოფლიო თასს უმასპინძლებს, რომელშიც დოღის არაერთი სახელოვანი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას. დუბაის მსოფლიო თასი პირველად 1996 წელს ჩატარდა. 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა "დოღის სამყაროში" ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა და ელიტარული რბოლების მოწყობით სახელი გაითქვა. გამონაკლისი არც 27 მარტს გასამართი ღონისძიება იქნება - გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის დუბაის მსოფლიო თასზე 9 რბოლა გაიმართება, რომელშიც ცხენების რბოლის არაერთი სახელოვანი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

27 მარტს გასამართი ღონისძიება დუბაის სპორტულ და სოციალურ კალენდარში განსაკუთრებულადაა მონიშნული - დუბაის მსოფლიო თასი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებად ფასდება, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ესწრება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიებით მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი დაინტერესდება. დუბაის მსოფლიო თასზე, 35 მილიონ დოლარიანი საპრიზო ფონდისთვის - ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის, ავსტრალიისა და იაპონიის საუკეთესო გუნდები იასპარეზებენ. მონაწილეები უმაღლესი კალიბრის, განსაკუთრებული ცხენებით შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას.

განრიგი

25 მარტი - პირველი დღე: მთელი დღის განმავლობაში, დუბაის ქალაქის ტური, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქალაქის ჩვენებას, ბურჯ ხალიფას ობსერვატორიის მონახულებასა და ფანტანის შოუს. 26 მარტი - მეორე დღე: დუბაის შოპინგ ტური, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ აბუ დაბის მონახულება და შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთის მონახულება. ნაციონალური სასახლისა (Qasr Al Watan) და იასის კუნძულის მონახულება. 27 მარტი - მესამე დღე: მეიდანის საკულტო სარბოლო კორტი, რომელიც 2010 წელს აშენდა, 9 რბოლას უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ მეიდანის სარბოლო კორტის ტევადობა 60.000 გულშემატკივარს ითვლის. მონაწილეები 35 მილიონი დოლარის მოპოვებას შეეცდებიან. შეგახსენებთ, დოღის ქართველ გულშემატკივარს ფსონის განთავსება ტრადიციულად betlive.com-ზე შეეძლება.