Belive

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ტალახაძე ახალ წონაში გამოვა?

2 წლის წინ სხვა
2 წთ
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, პარიზში ძალოსნები 14-ის ნაცვლად 10 მედალს გაითამაშებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული. ძალოსნობის საერთშორისო ფედერაციის (IWF) კონგრესზე უკვე დამტკიცდა, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში მედლები 14 წონითი კატეგორიის ნაცვლად 10-ში გათამაშდება. IWF-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საბოლოო სიტყვა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის. Inside the games-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საბოლოო გადაწყვეტილება, 2022 წლის თებერვალში გახდება ცნობილი - გამოცემა ირწმუნება, რომ უდიდესი ალბათობით IOC-ი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
talakha-2

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონკრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება: კაცები – 61, 73, 89, 102 და +102 კგ, ხოლო ქალები – 49, 59, 71, 81 და +81 კგ. შეგახსენებთ, რიოსა (2016) და ტოკიოს (2020) ოლიმპიური თამაშები ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდების შემდეგ, ლაშა ტალახაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტის სტატუსით სარგებლობს და რეკორდის დამყარებას ამჯერად უკვე განახლებულ წონით კატეგორიაში შეეცდება.

სხვა სტატიები