Belive

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველთა მეტოქეები ცნობილია!

4 წლის წინ სხვა
5 წთ
კვირას დილით ტოკიოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, დღეს გამართულ კენჭისყრაზე ჩვენი ფალავნების პირველი მეტოქეები გაირკვა. 60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი თავიდანვე ერთვება ბრძოლაში, მისი მეტოქე კი ჰონგ- კონგის წარმომადგენელი ლა იუნგ ლაი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ლუხუმი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანის ბადეშია რუსეთის წარმომადგენელი რობერტ მშვიდობაძე, ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ლუხუმი შეიძლება იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას გადაეყაროს. ბადის მეორე მხარესაა ამირან პაპინაშვილი. ის პირველ ეტაპზე ისვენებს, მეორე ეტაპზე კი ეკვადორელ ლენინ პრესიადოს ხვდება, თუ ამირანი ამ ბარიერს გასცდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ მალაველ მარტინ კუფირის და ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს შორის გამარჯვებული ეყოლება. პაპინაშვილი ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში დიდი ალბათობით, უძლიერეს იაპონელს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ნაოჰისა ტაკატოს დაუპირისპირდება. 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი წონის მოქმედი პირველი ნომერია. იგი პირველ წრეში  ისვენებს, მეორეში კი არგენტინელ ტალ ალმოგსა და ეგვიპტელ აჰმედ აბელრაჰმანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაჟას ბადეში გაუმართლა, რადგან ორივე იაპონელი იოშირო მარუიამა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჰიფუმი აბე ბადის მეორე მხარეს არიან და ვაჟა ფინალამდე მათ ვერ შეხვდება. ბადის მეორე მხარესაა ბაგრატ ნინიაშვილი პირველ ეტაპზე გვინეელ მუსა კაბას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი უძლიერეს კორეელს, მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანს ან ბაულს დაუპირისპირდება. 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონის, შოჰეი ონოს ბადეშია. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, მათი დაპირისპირება მერვედფინალში შედგება. ლაშა პირველ ეტაპზე თავისუფალია, მეორეზე კი სენეგალელ ტიდიანე დიოპსა და ავსტრალიელ კელვინ კნოსტერს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. ბადის მეორე მხარეს არიან აზერბაიჯანელები ჰიდაიატ ჰეიდაროვი და რუსტამ ორუჯოვი. 81 კგ - დებიუტანტი ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატს სამოელ პენიამინა პერსივალთან დაპირისპირებით ხსნის. გამარჯვების შემთხვევაში ლუკა თურქეთის სახელით მოასპარეზე ვანო რევაზიშვილს, იგივე ვედატ ალბაირაკს დაუპირისპირდება. ლუკას ბადეში არიან ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი, გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი ალექსანდრ ვიეზერზაკი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, იაპონელი სოტარო ფუჯივარა. 90 კგ - ამ წონაში ბექა ღვინიაშვილს მედალს ნამდვილად ველით. ბექა პირველ ეტაპზე თავისუფალია, მეორეზე კი ინდოელ დევილალ აჯაი მისტრის შეხვდება, ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე უკრაინელ ქუეჯაუ ნჰაბალისა და ჰოლანდიელ იესპერ სმინკს შორს გამარჯვებული იქნება. ბექა ბადეშია მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი კუბელი ივან სილვა მორალესი, იაპონელი შოიჩირო მუკაი, სერბი ალექსანდრ კუკოლი და უნგრელი კრისტიან ტოტი. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი პირველ ეტაპზე თავისუფალია, მეორეზე კი ფილიპინელ ჯონ ვირონ ფერერსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ ეიალე ლე ბოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 100 კგ  - დიდი იმედი გვაქვს რომ ვარლამ ლიპარტელიანი ნანატრ მსოფლიო ჩემპიონობას სწორედ ტოკიოში მოიპოვებს . ლიპო პირველ ეტაპზე თავისუფალია, მეორეზე კი ჩინელ ერიჰემბატუსა და ესტონელ გრიგორი მინასკინს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გამომდინარე იქიდან რომ შარშან, ლიპოს ფინალში დამმარცხებელი კორეელი ჩო გუჰამი ბადის მეორე მხარესაა შესაძლოა ფინალში შარშანდელი მატჩის რიმეიქი ვიხილოთ. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ბადეში ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა, ჰოლანდიელი მიხაელ კორელი და ფრანგი ალექსანდრ იდირი წარმოადგენენ. +100 კგ - ამ წონაში უდავო ფავორიტი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშივილია. თუშა პირველ ეტაპზე ისვენებს, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ინდოელი შუბჰამ კუმარი იქნება.გურამის ბადეშია იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა, ასევე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი და ბრაზილიელი რაფაელ სილვა. 52 კგ. - ერთადერთი მონაწილე გვეყოლება ქალებში. ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი პირველ ეტაპზე პოლონელ ალექსანდრა კალეტას დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიოში 1 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. წონის გამარჯვებულებზე და ასევე ქართველი ძიუდოისტების სამეულში და ფინალში გასვლაზე ფსონის განთავსება betlive.com-ზე შეგიძლიათ.

სხვა სტატიები