22-23 თებერვალს თბილისი პარა-ძიუდოში მსოფლიო თასს უმასპინძლებს (ვიდეო)

22-23 თებერვალს თბილისში მდებარე ძიუდოს აკადემია, საქართველოს პარა-ძიუდოსა და ძიუდოს ფედერაციების ორგანიზებით პარა-ძიუდოში მსოფლიო თასს უმასპინძლებს.

ეს ამ დონის პირველი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც, სადაც პარა-ძიუდოში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი – ზვიად გოგოჭური იასპარეზებს.

(744)

სტატიის ავტორი
-