36 წლის ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა

36 წლის ასაკში, ბრიტანელი ძიუდოისტი კრეიგ ფელონი, რომელიც 2005 წელს -60 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ტრაგიკულად მის შვილთან ერთად გარდაიცვალა.

კრეიგ ფელონმა კარიერა 2011 წელს დაასრულა. იგი არის ბოლო ბრიტანელი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მან ასპარეზობა მეშვიდე ადგილით დაასრულა. მას ასევე მოგებული აქვს U23 ევროპის ჩემპიონატი. იგი ასევე არის ევროპული თამაშების გამარჯვებული. კარიერის დასრულების შემდეგ, იგი უელსის ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი გახდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რითი გარდაიცვალა ბრიტანელი ძიუდოისტი მის შვილთან ერთად.

 

(7699)

36 წლის ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-