ახალი რეიტინგი: პაპინაშვილი დაქვეითდა

57
ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

მოგეხსენებათ, 23-25 თებერვალს დიუსელდორფის გრანდ სლემი მიმდინარეობდა.

ახალი რეიტინგის მიხედვით, ამირან პაპინაშვილი (-60) ერთი პოზიციით დაქვეითდა და მე-3 ადგილზე გადავიდა.

საქმე იმაშია, რომ ამირანი ამ ტურნირზე არ ასპარეზობდა. იაპონელმა ნაგაიამა რიუჯუმ კი ოქროს მედალი მოიპოვა, აქტივში 1000 ქულა ჩაიწერა და ამირანს გადაასწრო.

უნდა აღინიშნოს, რომ -60 წონით კატეგორიის უპირობო ლიდერია რუსეთის სახელი მოასპარეზე ქართველი – რობერტო მშვიდობაძე (6446 ქულა).

რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, (+100) ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და თავის წონას კვლავ სათავეში უდგას.

-100 წონით კატეგორიის ლიდერია ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც დიუსელდორფში მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო.

ლაშა შავდათუაშვილი (-73) ახალი რეიტინგის მიხედვითაც მეორეა. გორელ ძიუდოისტს იაპონელ ჰასიმოტო სოიჩისთან 400-ზე მეტი ქულა აშორებს.

პირველობას არ კარგავს ვაჟა მარგველაშვილი (-66), ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) გერმანიაში მოგებული 2 ბრძოლისთვის 500 ქულა მიიღო, 3 პოზიციით წაიწია და ახლა მეათეა.

(57)

ახალი რეიტინგი: პაპინაშვილი დაქვეითდა

სტატიის ავტორი
-