ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე გავიდნენ

დღეს, 20 სექტემბერს ბაქოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს.

დღეს, -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობს. ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივემ მოიგო თავისი პირველი შეხვედრა და მესამე ეტაპზე გავიდნენ.

ამირან პაპინაშვილის მეტოქე, მესამე ეტაპზე ბულგარელი იანისლავ გერჩევი იქნება, ხოლო რაც შეეხება ჩხვიმიანს, მისი მეტოქე იაპონელი რიუჯიუ ნაგაიამაა.

(108)

ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი მესამე ეტაპზე გავიდნენ

სტატიის ავტორი
-