არჩევნები ძიუდოს ფედერაციაში – გიორგი ათაბეგაშვილი მეორე ვადით აირჩიეს

დღეს, 8 ნოემბერს, ძიუდოს ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.  საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო რეგულაციების დაცვით ძიუდოს აკადემიაში ღია ცის ქვეშ ჩატარდა. არჩევნებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – თორნიკე გოგებაშვილიც დაესწრო.

მოწვეული 55 დელეგატიდან ყრილობას 45 დელეგატი დაესწრო და ყველა მათგანმა ხმა გიორგი ათაბეგაშვილს მისცა. პრეზიდენტობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა:  გიორგი ათაბეგაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, გურამ მოდებაძე, თენგიზ (თემურ) ხუბულური . როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა გუჯეჯიანმა და გურამ მოდებაძემ არჩევნებამდე კანდიდატურა მოხსნეს და მხარი გიორგი ათაბეგაშვილს დაუჭირეს. არჩევნებამდე 1 დღით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ კანდიდატურა მოხსნა ასევე თემურ ხუბულურმაც, შესაბამისად გიორგი ათაბეგაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი მეორე ვადით, კიდევ 4 წლით გახდა.

გიორგი ათაბეგაშვილმა ვიცე-პრეზიდენტები, გენერალური მდივანი და აღმასკომის წევრები წარადგინა:

პირველი ვიცე პრეზიდენტი – დავით ქევხიშვილი

ვიცე პრეზიდენტები – ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი და ცეზარ ჩოჩელი.

გენერალური მდივანი – ლევან ნოზაძე

გამგეობის წევრები – გიორგი ათაბგეშვილი, დავით ქევხიშვილი, ზაზა გულბიანი, ზაქრო კევლიშვილი, თამაზ ნავერიანი, ცეზარ ჩოჩელი, ბექა ახლოური, გიორგი ბერუაშვილი, დავით ბოდაველი, თეიმურაზ გურაშვილი, ვახტანგ ზოიძე, მამუკა ნავერიანი, ლევან ნოზაძე დავით ტერტერაშვილი და ალექს ღვინიაშვილი. 

ამ სიას სავარაუდოდ დაემატებიან თენგიზ (თემურ) ხუბულური და გურამ პაპიტაშვილი.

გიორგი ათაბეგაშვილმა მეხუთე ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა ასევე შესთავაზა თენგიზ (თემურ) ხუბულურს.

 

 

 

 

(386)

არჩევნები ძიუდოს ფედერაციაში – გიორგი ათაბეგაშვილი მეორე ვადით აირჩიეს

სტატიის ავტორი
-