ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოპერაცია გაიკეთა – ხელში მგრძნობელობა მხოლოდ 13% ჰქონდა

დღეს, 21 მაისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრსა და მსოფლიო ჩემპიონს – ავთანდილ ჭრიკიშვილს უმძიმესი ხელის ოპერაცია ჩაუტარდა.

მან 2017 წელს გერმანიაში შეკრებისას ხელის ტრავმა მიიღო (სახსარში ძვლები ჩაემსხვრა და ნერვი ძვლებს შორის მოყვა, რის გამოც ნერვი დაიჭყლიტა) რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა, იგი იძულებული იყო, რომ ნაოპერაციები ხელით ეჭიდავა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო. მისი რეაბილიტაცია და შეხორცება სწორად ვერ მოხერხდა და ამის გამო უარესი შედეგი დადგა.

ამ ტრავმის შემდგომ მან ხელში მგრძნობელობა თითქმის დაკარგა და მხოლოდ 13% ჰქონდა. შესაბამისად, 2017 წლიდან დღემდე ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ტრავმირებული ხელით ჭიდაობდა.

დღევანდელ ოპერაციაში კი 2 ქირურგი (ტრავმატოლოგი და ნეიროქირურგი) მონაწილეობდნენ და 4 საათიანმა ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა კი ავთო რეაბილიტაციის პროცესს გაივლის და შემდეგ ტატამს დაუბრუნდება.

Live.ge-ს რედაქცია ავთანდილ ჭრიკიშვილს წარმატებასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

(3200)

ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოპერაცია გაიკეთა – ხელში მგრძნობელობა მხოლოდ 13% ჰქონდა

სტატიის ავტორი
-