ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტის გრან სლემს გამოეთიშა

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღეს, 23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებიდან -48 და -52 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი ჭიდაობს.

ბაგრატი C ბადეში იმყოფება და იგი განთესილი არ იყო, მისი მეტოქე პირველ ეტაპზე მოლდოველი – დენის ვიერუ იყო, რომელიც ბაგრატმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნინიაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, განთესილი ყაზახი – იელდოს ზუმახანოვი იყო, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა კვლავ გაიმარჯვა და 1/8 ფინალში გავიდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ბაგრატის მეტოქე აზერბაიჯანელი – ორხან საფაროვი იყო, რომლის ბარიერიც ქართველმა ფალავანმა ვერ დაძლია და ბუადპეშტის გრან სლემიდან ასპარეზობას გამოეთიშა.

 

(398)

ბაგრატ ნინიაშვილი ბუდაპეშტის გრან სლემს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-