ბაგრატ ნინიაშვილმა ბუდაპეშტის გრან სლემი გამარჯვებით დაიწყო

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს.

დღეს, 23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებიდან -48 და -52 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობს.

ბაგრატი C ბადეში იმყოფება და იგი განთესილი არ არის, მისი მეტოქე პირველ ეტაპზე მოლდოველი – დენის ვიერუ იყო, რომელიც ბაგრატმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნინიაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, განთესილი ყაზახი – იელდოს ზუმახანოვი იქნება.

(1981)

ბაგრატ ნინიაშვილმა ბუდაპეშტის გრან სლემი გამარჯვებით დაიწყო

სტატიის ავტორი
-