ბაქოს გრან სლემის პირველი დღე – თემურ ნოზაძე ოქროსთვის იჭიდავებს!

399
ნახვა

10 მაისს სტარტი აიღო ბაქოს გრან სლემმა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა. მამაკაცებში -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას: თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი, ხოლო ქალებში -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში: მარიამ მახარაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი იცავდნენ.

თემურ ნოზაძე ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან დაიწყო და პირველივე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელი – დანიელ დავიდ ბენი დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მას ყაზახი ფალავანი – მაგჟან შამშადინი შეხვდა. თემურ ნოზაძემ ყაზახიც მარტივად დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე წარმოშობით ქართველი რუსეთის სახელით მოასპარეზე – იაგო აბულაძე დაამარცხა. ნახევარფინალში კი თემურის მეტოქე მონღოლი – ამარტუვშინ დაშდავა იყო. ქართველმა ფალავანმა მონღოლიც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ამირან პაპინაშვილიც ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთო, მისი მეტოქე – უკრაინელი არწიომ რესიუკი იყო. ჯაბამ უკრაინული ბარიერი მარტივად დაძლია და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც იგი ყაზახ – ბაუჟან ნარბაიევს დაუხვდა. მან ყაზახური ეტაპიც მარტივად დაძლია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ჯაბა ბრაზილიელ – ფელიპე კიტადაისთან დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ, ჯაბა პაპინაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა იქ ფრანგმა ფალვანმა – ვალიდ ხიარმა დაამარცხა და სამწუხაროდ ჯაბასთვის ბაქოს გრან სლემი წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა.

მარიამ მახარაშვილისთვის ბაქოს გრან სლემი ძალიან ცუდად წარიმართა. იგი პირველივე ეტაპზე პორტუგალიელ ჟუან რამოსთან დამარცხდა, რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, მან პირველივე ეტაპზე უნგრელი – რეკა პუპი დაამარცხა, უნგელს თურქმენი – გულბადან ბაბამურატოვაც მიაყოლა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ფრანგ – ამადინა ბურშარდთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც შვეიცარიელ – ეველინა შჩოპთან დამარცხდა. სამწუხაროდ გოგონებში ქართველთათვის პირველი დღე უმედლოდ დასრულდა.

(399)

ბაქოს გრან სლემის პირველი დღე – თემურ ნოზაძე ოქროსთვის იჭიდავებს!

სტატიის ავტორი
-