ბაქოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი დაემატა

5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 13 სპორტსმენი იასპარეზებს, 11 მამაკაცი და 2 ქალი.

აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად იასპარეზებს – ლაშა ბექაური, ასევე წითელი არშიით (მსოფლიო ჩემპიონი) ტატამზე გამოვა – ლაშა შავდათუაშვილი. ასევე, უფროსებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსან – გიორგი შერაზადიშვილს.

ბაქოს გრანდ სლემზე თავდაპირველად 11 ძიუდოისტით მივდიოდით, თუმცა შემადგენლობას 2 სპორტსმენი: ონისე სანებლიძე (-100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100 კგ) დაემატნენ.

შემადგენლობა

-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

-81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ: ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი

-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი

 

(9443)

ბაქოს გრანდ სლემი – საქართველოს ნაკრებს 2 ფალავანი დაემატა

სტატიის ავტორი
-