ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

დღეს, 14 ივნისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.

ბექა ღვინიაშვილის მეტოქე პირველ რაუნდში უზბეკი – იაკიო იმამოვი იყო, რომელიც ბექამ მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე იტალიელ – მატეო მარკონინსა და ყაზახ – იერსულთან მუზაპპაროვს შორის გამარჯვებული იქნება.

 

 

(551)

ბექა ღვინიაშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

სტატიის ავტორი
-