8-10 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემი, ბუდაპეშტის გრანდ სლემი გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლაშა გუჯეჯიანმა, ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა დაასახელა.
უნგრეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრზე საქართველოს დროშის ქვეშ 14 სპორტსმენი იჭიდავებს.
შემადგენლობა
-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
-78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლემი საოცრებებს გვპირდება. ამ შეჯიბრზე თითქმის ყველა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. სწორედ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერი.