ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს შეუტევს

12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს. ცინდაოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგება.

ცინდაოს მასტერსზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდა, ასევე ასპარეზობდნენ ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

სამწუხაროდ მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა -60 კგ წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლა დათმო უზბეკ – დიორბეკ უზურბოევთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ლუხუმის მსგავსად დაიწყო ასპარეზობა ბაგრატ ნინიაშვილმაც (-66 კგ), ქართველი ფალავანი პირველივე ბრძოლაში სლოვენიელ – ადრიან გომბოცთან დამარცხდა.

სწორედ სლოვენიელი ფალავანი იქნება ვაჟა მარგველაშვილის (-66 კგ) მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში. ვაჟა 1/4 ფინალამდე წარმატებით ასპარეზობდა, ხოლო 1/4 ფინალში კი მონღოლ – ხერლენ განბოლდთან დამარცხდა და დამამშვიდებელ ბადეში (რეპეშაჟში) გადაერთო, სადაც კორეელი – ლიმჰვან კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს (-57 კგ), ლიპარტელიანმა მხოლოდ პირველი ბრძოლის მოგება შეძლო ბულგარელ – იველინა ილიევასთან, ხოლო შემდეგ კი კორეელ – ჟისუ კიმთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად და სენსაციურად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს.

(730)

ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს შეუტევს

სტატიის ავტორი
-