დღეს ძიუდოს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

დღეს უნგრეთის ქალაქ გიორში ძიუდოს ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატი აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრების ღირსებას 11 სპორტსმენი დაიცავს. ტურნირი 4 ნოემბერს დასრულდება.

დღეს ტატამზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გავა. პირველ საშეჯიბრო დღეს ჯაბა პაპინაშვილი (-60), გიორგი ნიაზაშვილი (-66), თორნიკე ნაგლიაშვილი (-66), მარიამ ჯანაშვილი (-52) და ეთერ ლიპარტელიანი (-57) იჭიდავებენ.

გუშინ კენჭისყრა გაიმართა და ბადეები უკვე ცნობილია. 60 კგ-მდე წონაში ჯაბა პაპინაშვილი მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და ესპანელ საიზ ხუანსა და მოლდოველ მიჰაილ დონჩილას შორის გამარჯვებუს შეხვდება. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვეყოლება. პირველსავე ეტაპზე გიორგი ნიაზაშვილი უნგრელ მარკ შეხს დაუპირისპირდება. რაც შეეხება თორნიკე ნაგლიაშვილს, მისი მეტოქე ებრაელი ამირ დანტე იქნება. გოგონათა შორის საქართველოს სახელს ორი სპორტსმენი დაიცავს. 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილი ჰოლანდიის წარმომადგენელს, დიტე ბრუილს ეჭიდავება. 57 კგ-მდე წონაში კი ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე უნგრელი ბრიჯიტა ვარგაა. შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ – ჯაბა პაპინაშვილი
-66კგ – თორნიკე ნაგლიაშვილი, გიორგი ნიაზაშვილი
-73კგ – ალეკო მამიაშვილი
-81კგ – თამაზ კირაკოზაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი
-90კგ – კობა მჭედლიშვილი
-100კგ – ონისე სანებლიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი
-52კგ – მარიამ ჯანაშვილი
-57კგ – ეთერ ლიპარტელიანი

(363)

დღეს ძიუდოს ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი იწყება

სტატიის ავტორი
-