დისკვალიფიკაცია?! – გურამ თუშიშვილი შესაძლოა დაისაჯოს

16.86K
ნახვა

რამდენიმე დღის წინ დასრულა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც მთავარი სენსაცია ბოლო დღეს დაფიქსირდა.

31 აგვისტოს ასპარეზობაში გურამ თუშიშვილი ჩაერთო, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო, თუმცა იგი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელ – როი მეიერს დაეჭიდა, სადაც სამწუხაროდ ვაზარით დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჰოლანდიელი ძიუდოისტის დროის გაყვანის გამო თუშიშვილი გაბრაზდა და შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე მან ქართულად შეიგინა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კი სოციალურ ქსელ Twitter-ში მომხმარებელთა შეკითხვებს უპასუხა, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა სწორად ამ ფაქტზე იყო. კერძოდ კი ერთ-ერთი მომხმარებელი გურამ თუშიშვილის დასჯა მოითხოვა, რაზეც საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციის პრეზიდეტნმა – მარიუს ვიზერმა მომხმარებელს შემდეგი პასუხი გასცა: ““საქმეში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიას ჩავრთავთ და მის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ.

(16864)

დისკვალიფიკაცია?! – გურამ თუშიშვილი შესაძლოა დაისაჯოს

სტატიის ავტორი
-