ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია

გუშინ დასრულდა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ახალი რეიტინგებიც. შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 მედალია – 1 ოქრო (გურამ თუშიშვილი), 1 ვერცხლი (ვარლამ ლიპარტელიანი) და 1 ბრინჯაო (ამირან პაპინაშვილი).

Live.ge გთავაზობთ განახლებულ რეიტინგებს სხვადასხვა კილოგრამ წონით კატეგორიებში:

სასიხარულოა, რომ საერთო რეიტინგს კვლავ გურამ თუშიშვილი ლიდერობს, რომელსაც ამ დროისთვის 7202 ქულა აქვს.

 

60 კგ

ამირან პაპინაშვილმა რეიტნგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა და 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. ამირან პაპინაშვილს ნაოშისა ტაკატომ გადაუსწრო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და 2000 სარეიტინგო ქულა მიიღო. პირველ ადგილს კი იაპონელი რუიჯი ნაგაიამა 5970 ქულით იკავებს, რომელმაც მსოფლიოზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხევა ლუხუმ ჩხვიმიანს, მან 2647 ქულით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე წრეში გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა, ერთ პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად 3866 ქულით მეოთხეა.

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილის პოზიცია არ შეცვლილა, ის 4107 ქულით მე-5 ადგილზეა.

81 კგ

ზებედა რეხვიაშვილი 2 ადგილით დაქვეითდა და 2340 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.შეგახსენებთ, რომ  რეხვიაშვილი ბაქოში პირველივე შეხვედრაში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა.

90 კგ

ბექა ღვინიაშვილი რეიტინგში დაქვეითდა. მან 4227 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება უშანგი მარგიანს, უშანგი მარგიანიც 2 პოზიციით დაქვეითდა და მსოფლიოს რეიტინგში 2555 ქულით მეთოთხმეტეა.

ხოლო ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 5889 ქულით წონის ლიდერია.

100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლით, წონის პირველობა შეინარჩუნა. მის ანგარიშზე 6386 ქულაა.

+100 კგ

საერთო რეიტინგის ლიდერი გურამ თუშიშვილია. ყველასთვის ცნობილი, ოლიმპიადის ორგზის და მსოფლიოს რვა გზის ჩემპიონი, ტედი რინერი 30-ე ადგილზეა, რადგან იგი გარკვეულ ტურნირებზე მონაწილეობას არ იღებს.

(2778)

ძიუდოს ახალი რეიტინგი ცნობილია

სტატიის ავტორი
-