ძიუდო – კიდევ ერთი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

134
ნახვა

მაროკოს ქალაქ მარაკეშში დასრულდა ძიუდოში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი, ტურნირის ბოლო დღეს მედლისთვის მხოლოდ ერთმა ქართველმა იასპარეზა.

100 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა ილია სულამანიძე ,თუმცა იქ იაპონელ კაზუნარი კამიგაკესთან დამარცხდა. ფინალამდე ილიამ სამხრეთ კორეელი სიმ ჯაევუ, უნგრელი პეტერ არვაი, დანიელ მატიას მადსენი და რუსი მატვეი კანიკოვსკი იპონ-იპონ ჩამოიცილა, ფინალში კი მარცხი ოქროს დროში განიცადა.

ჩვენმა გუნდმა ასპარეზობა სამი ოქროს (ეთერ ლიპარტელიანი, ვლადიმერ ახალკაცი, ლაშა ბექაური), ერთი ვერცხლის (ილია სულამანიძე) და ერთი ბრინჯაოს (ტატო გრიგალაშვილი) მედლით დაასრულდა.

ხვალ უკვე გუნდური შეჯიბრი გაიმართება სადაც ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე მასპინძელი მაროკოს ნაკრები იქნება.

(134)

ძიუდო – კიდევ ერთი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

სტატიის ავტორი
-