ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI – საქმეში კაპიტანი ერთვება (პრევიუ)

ხვალ, 30 აგვისტოს, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლოსწინა, რიგით VI დღე აიღებს სტარტს, სადაც საქმეში საქართველოს ნაკრების კაპიტანი – ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვება. ვარლამი შეეცდება პირველად მოიპოვოს მსოფლიო ჩემპიონობა.

30 წლის ძიუდოისტი A ბადეში იმონაწილევებს და საკუთარ ბადეში მხოლოდ იგი იქნება განთესილი, შესაბამისად ლიპო საქმეში მეორე რაუნდიდან ჩაეთვება, სადაც მისი მეტოქე ჩინელ – ერიჰემუბატუსა და ესტონელ – გრიგორ მინასკინს შორის გამარჯვებული იქნება. როგორც იცით, ლიპო ამ წონის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია კორეელ – გუჰამ ჩოსთან ერთად, ამიტომ უნდა ვივარაუდოდ, რომ ლიპო მარტივად გადალახავს საწყის ეტაპებს და საკუთარი ბადის გამარჯვებული გახდება, რითაც შეძლებს 1/4 ფინალში გასვლას. 1/4 ფინალში კი სავარაუდოდ მისი მეტოქე B ბადის გამარჯვებული მონღოლი – ოტგონბაატარ ლჰაგვასურენი ან რუსი – არმან ადამიანი იქნება. ჩვენი ნაკრების კაპიტანს შესწევს იმის ძალა, რომ იგი ფინალში გავიდეს, სადაც სავარაუდოდ მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი – გუჰამ ჩო იქნება.

ჩვენი რჩეული ამ წონით კატეგორიაში სწორედ ჩვენებური – ვარლამ ლიპარტელიანია.  ვარლამი 3-გზის ევროპის ჩემპიონია და მას ჯერ-ჯერობით მსოფლიო ჩემპიონობა არ უზეიმია, მიუხედავად იმისა, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ იჭიდავა, თუმცა სამივეჯერ დამარცხდა. ამიტომ, ჩვენი მოსაზრებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემპიონობას იზეიმებს.

ვარლამის მთავარი პრეტენდენტები აარონ ვულფი (იაპონია); გუჰამ ჩო (კორეა); მაიკლ კორელი (ნიდერლანდები) და ოტგონბაატარ სხაგვასურენი (მონღოლეთი) იქნებიან.

(3432)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე VI – საქმეში კაპიტანი ერთვება (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-