ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: ბოლო დღე – გურამ თუშიშვილის იმედად (პრევიუ)

ხვალ, 31 აგვისტოს, სტარტს აიღებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღე, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები იასპარეზებენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი დაიცავს. იგი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ინდოელი – შუბჰამ კუმარი იქნება. ინდოელ მეტოქესთან გამარჯვების შემთხვევაში გურამ თუშიშვილი 1/8 ფინალში გავა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკ – თემურ რახიმოვსა და ბელარუს – ალექსანდრ ვახავიაკს შორის გამარჯვებული იქნება.

გურამ თუშიშვილი A ბადეში მონაწილეობს და მის ბადეში მასთან ერთად კორეელი – სუნგმინ კიმი, ტაჯიკი – თემურ რახიმოვი, ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი და ყირგიზი – იური კრაკოვეცკი არიან. სავარაუდოდ, გურამ თუშიშვილი ბადის გამარჯვებული უნდა გახდეს და 1/2 ფინალში გავიდეს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი – ჰისაიოში ჰარასავა ან ბრაზილიელი – რაფაელ სილვა იქნებიან.

ამ წონაში ტურნირის უდავო ფავორიტი – გურამ თუშიშვილია. გურამ თუშიშვილი მოქმედი მსოფლიო, 2-გზის ევროპისა და მინსკის ევროპული თამაშების გამარჯვებულია. ჩვენი აზრით, გურამ თუშიშვილი ზედიზედ მეორედ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას.

მისი მთავარი მოწინააღმდეგეები იქნებიან: სუნგმინ კიმი (სამხრეთ კორეა); ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია); რაფაელ სილვა (ბრაზილია) და ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) იქნებიან.

 

(3368)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: ბოლო დღე – გურამ თუშიშვილის იმედად (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-