ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V – მედლებისთვის თითო ქალ-ვაჟით (პრევიუ)

egt treasure quest

39 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე, ქართული ძიუდოს თვის წარმატებული გამოდგა. 21 წლის ტატო გრიგალაშვილი, რომელიც -81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მსოფლიო ვიცე ჩემპიონი გახდა (ვერცხლის მედალი) და საქართველოს ნაკრებს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სინჯის მედალი მოუპოვა.

10 ივნისს კი საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იასპარეზებს, საქმეში -90 და -70 კგ წონითი კატეგორია ერთვება.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს. ბექა ღვინიაშვილი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი იქნება. აღსანიშნავია, რომ იგი, იაპონელ – კენტა ნაგასავასთან ერთად ამ ბადის და ზოგადად ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

ბექა განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე, ტაჯიკ – ჯანხონგირ მაჯიდოვსა და შვეიცარიელ – ჩირილ გროსკლაუსს შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში თუ ბექა ღვინიაშვილი 1/4 ფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე იაპონელი – კენტა ნაგასავა იქნება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი მთავარ მეტოქედ, წარმოშობით ქართველი, ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიო ჩემპიონი – ნიკოლოზ შერაზადიშვილი მოიაზრება.

-70 კგ

-70 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი – მარიამ ჭანტურია გვეყოლება. მარიამი განთესილი არ არის და ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, გაბონელი – კარენე აგონო ვორა იქნება. თუ მარიამი გაბონურ ბარიერს დაძლევს, იგი გერმანელ – მირიამ ბუტკერეიტს დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა Silk Sport HD2-ზე იქნება შესაძლებელი, ფინალური ბლოკი კი Silk Universal-ზე გავა.

(1265)

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე V – მედლებისთვის თითო ქალ-ვაჟით (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-