ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებენ

მოგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი ასპარეზობდა. გუშინ, 26 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის მოხდა დაპირისპირება, სადაც ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილზე მოხდა თავდასხმა ქართველი ძიუდოისტების მხრიდან, გარდა გურამ თუშიშვილისა.

ამ ფაქტზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა: “ამ ეტაპზე ჩვენთან ფედერაციაში რაიმე ტიპის საჩივარი ან განცხადება არ შემოსულა და არც არავის მოუმართავს. შესაბამისად, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ. თუ ვინმე წარმოადგენს რაიმე ტიპის მტკიცებულებას და ეს ფაქტი დადასტურდება, იქნება ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება”

რამდენიმე წუთის წინ კი განცხადება გაავრცელა ლაშა შავდათუაშვილის ოფიციალურმა Facebook გვერდმა: “მოგესალმებით გულშემატკივრებო, მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად”

(309)

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ლაშა შავდათუაშვილი ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებენ

სტატიის ავტორი
-