ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დასაფასებელი საქციელი

6.30K
ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა სახელი შეიცვალა. გვერდი ამჟამად ასე იძებნება: #ISupportMollaei, რაც ნიშნავს: “მე მხარს ვუჭერ მოლაის”.

მოლაი ირანელი ძიუდოისტია, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო და იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე -81 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გავიდა და მხოლოდ იმიტომ გამოვარდა, რომ ფინალში ისრაელის წარმომადგენელ – საგი მუკის არ შეხვედროდა. ამისი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მას დაემუქრნენ, რომ თუ იგი ისრაელის წარმომადგენელს შეხვებოდა მის ოჯახს კარგი ბედი არ ელოდა. ამიტომ, მოლაიმ ნახევარფინალში ბრძოლა ძალით წააგო და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონობა ვერ დაიცვა.

ამ ფაქტის გამო მოლაი ირანში აღარ ჩადის და თავშესაფარს ითხოვს, რომელსაც ძმობის ხელი გერმანიამ გაუწოდა. დადასტურებული ინფორმაციით შეგვიძლია გითხრათ, რომ საიდ მოლაი ირანის სახელით მონაწილეობას არცერთ შეჯიბრზე არარ მიიღებს.

(6298)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დასაფასებელი საქციელი

სტატიის ავტორი
-