ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა ძიუდოს ოჯახს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების 2021 წლამდე გადადების და ოლიმპიური საკვალიფიკაციო სისტემის ახალი სახელმძღვანელო მითითებების მიღების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აანალიზებს ახალ საკვალიფიკაციო სისტემას, რომელიც იქნება არსებული სისტემის გაგრძელება, რადგან არსებული სისტემის გამოყენება შეუძლებელი ხდება მსოფლიოში COVID-19-ის მიერ გამოწვეული გლობალური კრიზის გამო.
ძირითადი პრინციპები, რომელსაც ჩვენ მხედველობაში ვიღებთ:
1. უსაფრთხო და ჯანმრთელი მონაწილეობა ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
2. ყველა ქვეყნის უნივერსალური შეუზღუდავი მონაწილეობა.
სოკ-ის ახლახანს მიღებული მითითებით საკვალიფიკაციო პერიოდის დასრულების ბოლო თარიღი შეიძლება იყოს 2021 წლის 29 ივნისი.
ახალ საკვალიფიკაციო პერიოდში IJF ჩაატარებს სულ მცირე იმავე რაოდენობის ღონისძიებას, რომელიც დაგეგმილი იყო IJF კალენდარში საკვალიფიკაციო სისტემის ბოლომდე. ამ კალენდრით გათვალისწინებული შეჯიბრებების საბოლოო რაოდენობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მაგრამ ძირითადად მსოფლიოში არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოგზაურობის შესაძლო შეზღუდვებზე, ასევე შეჯიბრების გასამართ ადგილებსა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტების ხელმისაწვდომობაზე.
შეიძლება შეიცვალოს 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თარიღი და ის გახდეს საკვალიფიკაციო პროცესის ნაწილი, თუმცა ამ დროისთვის ეს საკითხი არ განხილულა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო სიტუაციით გამოწვეული გაურკვეველი მდგომარეობის გამო. ყატარის მასტერსი ასევე რჩება საკვალიფიკაციო პერიოდის ნაწილად, თუმცა მისი ჩატარების თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
2020 წლის 30 ივნისამდე ყველა შეჯიბრება, რომელიც დაგეგმილი იყო, ასევე შეჩერებულია. ეს თარიღი გადაიხედება ვითარების განვითარების შესაბამისად.
როგორც კი გამოიცემა მითითებები და ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური განრიგი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, IJF გამოაქვეყნებს ძიუდოს მსოფლიო ტურის და საკვალიფიკაციო შეჯიბრებების ახალ კალენდარს.
ჩვენ გავითვალისწინებთ ყველა წევრი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემას, რადგან ჩვენი მთავარი საფიქრალი და მიზანია უზრუნველვყოთ სამართლიანი საკვალიფიკაციო პროცესის ჩატარება მსოფლიოს ყველა ძიუდოისტისთვის. IJF ასევე განიხილავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ვარჯიშის მწირი შესაძლებლობა და ყველას მისცემს ჩვეული სპორტული ფორმის დაბრუნებისთვის საჭირო დროს, რათა მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებზე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობებში.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოთმინებისთვის ამ მოულოდნელი გარემოებების გამო. გისურვებთ ჯანმრთელობას და გამძლეობას. მოგიწოდებთ ყველას, რომ გააგრძელოთ მთავრობის მითითებების შესრულება ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.
დაიცავით საკუთარი თავი და იყავით უსაფრთხოდ და ჯანმრთელად!
მარიუს ვიზერი
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი

(560)

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მიმართვა ძიუდოს ოჯახს

სტატიის ავტორი
-