EJU: გურამ თუშიშვილი მესამე ევროპული ოქროსთვის ბრძოლაში ფავორიტია

ევროპის ძიუდოს კავშირმა, სოფიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე, წონის ლიდერებსა და ფავორიტებზე დაწერა, სადაც +100 კგ წონით კატეგორიაში, მთავარ ფავორიტად გურამ თუშიშვილი დაასახელეს.

“2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორითი +100 კგ წონით კატეგორიაში, ქართველი 2-გზის ევროპის ჩემპიონი – გურამ თუშიშვილია. 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, გურამ თუშიშვილმა 2 გრანდ სლემი (თელ ავივის და ანტალიის გრანდ სლემები) მოიგო, რაც აქამდე მას არასდროს გაუკეთებია, შესაბამისად იგი ძალიან მაგარ ფორმაში იმყოფება. 

მეორე და მესამე ნომრად განთესილები არიან, წარმოშობით ქართველი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე – უშანგი კოკაური და უკრაინელი – იაკივ ხამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ შაბათ-კვირას, სოფიაში, ბევრი გამოცდილი ძიუდოისტი იჭიდავებს +100 კგ წონით კატეგორიაში, როგორებიც არიან: ნიდერლანდელი – როი მეიერი და რუმინელი – ვლადუტ სიმიონესკუ, ოქროს მედლის პრეტენდენტები ასევე იქნებიან ახალგაზრდა გამოუცდელი ძიუდოისტები. მაგალითად, მეოთხე ნორმრად განთესილი 25 წლის ნიდერლანდელი – იურ სპაიკერსი. 

ფრანგ – ჟოზეფ ტერჰეჩს შესწევს იმის ძალა, რომ ევროპის ჩემპიონატზე “სენსაცია” შემოგვთავაზოს. დროა, იგი გამოვიდეს და საბოლოოდ დაუმტკიცოს ფრანგებს, რომ მას უდიდეს შეჯიბრებზე მედლის მოპოვება შეუძლია. ასევე საინტერესო ფიგურაა უნგრელი – სიპოჩ რიჩარდი. მან 21 წლის ასაკში უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო, ახალგაზრდულ ასაკში მოგებული აქვს ყველა შესაძლო ტიტული, ამიტომ სოფიაში მისი ნახვა საკმაოდ საინტერესო იქნება”. 

შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილი 2-გზის ევროპის ჩემპიონია. პირველად მან ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მოიგო, მეორე ევროპის ჩემპიონობა კი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იზეიმა.

EJU: გურამ თუშიშვილი მესამე ევროპული ოქროსთვის ბრძოლაში ფავორიტია

სტატიის ავტორი
-