EJU ლაშა შავდათუაშვილზე: იგი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია

ევროპის ძიუდოს კავშირმა, სოფიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე, წონის ლიდერებსა და ფავორიტებზე დაწერა, სადაც -73 კგ წონით კატეგორიაში, მთავარ ფავორიტად ლაშა შავდათუაშვილი დაასახელეს.

“ძალიან გამოცდილმა და დახვეწილმა ქართველმა სპორტსმენმა – ლაშა შავდათუაშვილმა, 2021 წელს საქართველოს ძიუდოს ისტორია დაწერა. იგი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ასევე ოლიმპიადა. როგორც -66 კგ-ში, ასევე -73 კგ წონით კატეგორიაში წარმატების მიღწევა რთული იყო, თუმცა მისმა თავდადებამ და დიდმა შრომამ მას მოაგებინა ის დიდი შეჯიბრები, რასაც ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა ჰქვია.

შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად იქნება განთესილი და გავა ტატამზე იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი. იქნება წინააღმდეგობა და დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა იგი ყველაფერს მიჩვეულია და ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ჩვეულებისამებრ, ამ კატეგორიაში დიდი კონკურენციაა და საკმაოდ რთული ოპონენტები არიან. ტოპ 10-ის წარმომადგენლები, ქართველ სუპერვარსკვლავს არა მხოლოდ თავის ტკივილს გაუჩენენ, არამედ შესაძლოა მისი ევროპული მედლის ოცნება დაამხონ. განუთესავებს შორის არიან: სომეხი – ფერდინანდ კარაპეტიანი (2018 წლის ევროპის ჩემპიონი) და ფაბიო ბასილე (2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი). წარმოიდგინეთ, რომ ეს მხოლოდ განუთესავი ძიუდოისტები არიან. 

განთესები იქნებიან 2 აზერბაიჯანელი – ჰიდაიატ ჰეიდაროვი და რუსტამ ორუჯოვი, ასევე კოსოვოელი – აკილ გიაკოვა, მოლდოველი – ვიქტორ სტერპუ და ისრაელის წარმონადგენელი – ტოჰარ ბუტბული. ასევე დიდი ძალააა ბულგარელი – მარკ ჰრისტოვი”. 

EJU ლაშა შავდათუაშვილზე: იგი ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია

სტატიის ავტორი
-