EJU: “მოგესალმებით საქართველოდან 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე…”

26 ნოემბერს, ქალაქ გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა ჩატარდება, სადაც არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იასპარეზებს, ერთ-ერთი მათგანი კი 10-გზის მსოფლიოსა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი – ტედი რინერია.

EJU: "მოგესალმებით საქართველოდან 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე..." 1

ევროპული ძიუდოს კავშირისთვის ეს არის 2022 წლის გრანდიოზული ფინალი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი – ჩემპიონთა ლიგა.

წელს ჩემპიონთა ლიგა საქართველოში, კერძოდ კი გორში გაიმართება, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს ძლიერი ადგილობრივი გუნდით, “Golden Gori”-თ (“ოქროს გოლი”), სადაც უძლიერესი ქართველი ძიუდოისტები: ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი და გელა ზაალიშვილი ასპარეზოენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, მასპინძლებს 2022 წლის ტიტულის ფინალამდე მარტივი გზა ექნებათ. ასევე იასპარეზებს სხვა ქართული გუნდი, რომელშიც იჭიდავებენ ისეთი ძიუდოისტები, როგორებიცა არიან: ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი, ასევე სხვა ქართულ გუნდში იჭიდავებენ შედარებით ახალგაზრდა ძიუდოიტები, რომელბსაც უდიდესი მომავალი აქვთ, მაგალითად: გიორგი სარდალაშვილი, თენგო ზირაქაშვილი და ა.შ.

EJU: "მოგესალმებით საქართველოდან 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე..." 2
“პსჟ”-ს ქალთა გუნდმა 2021 წელს ევროპის ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

როგორც მოსალოდნელი იყო, 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე შეგვიძლია ვიხილოთ რამდენიმე ვარსკვლავური გუნდი, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოდიან. საინტერესოა, რომ ტატამზე ბრუნდება უძლიერესი ფრანგი ფალავანი – კლარის აგბენენუ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგული გრანდის ღირსებას 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე – ტედი რინერი დაიცავს. 2022 წელს ტედის ტატამზე ნახვა გამონაკლისი მოვლენაა წლევანდელი ღონისძიებისთვის და ქართველ გულშემატკივრს ძალიან მაგარი სანახაობა ექნება.

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საქართველოში გასამართი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ორგანიზატორი. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – ჩემპიონთა ლიგის საქართველოში ჩატარება და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ამ მიმართულებით დიდი გეგმების განხორციელებას გააგრძელებს. ძიუდოს საქართველოში დიდი ყურადღება და პატივისცემა ენიჭება და ეს ღონისძიება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ემსახურება მსოფლიოში.

საქართველოს ეწვევა მსოფლიოს უმაღლესი კლასის კლუბები და ძიუდოისტები, ოფიციალური პირები, ასევე ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი და მისი ძლიერი გუნდი, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სპორტულ პოტენციალს მისი ცნობადობის ამაღლებაში და მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამ დიდი მხარდაჭერისთვის.

EJU: "მოგესალმებით საქართველოდან 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე..." 3
EJU-ს პრეზიდენტი – ლასლო ტოტი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი – გიორგი ათაბეგაშვილი.

საქართველოში ძიუდო არის ყველაზე დიდი მოვლენა და ზეიმი, ერთიანობის დღესასწაული, მთელი თავისი მრავალფეროვნებით – ქართველი ხალხი ძიუდოს თავის დნმ-ად თვლის. ჩვენთვის უკეთესი გზა არ არსებობს, ვიდრე პერიოდულად შევკრიბოთ ევროპის ყველა ქვეყნის კლუბი და გავმართოთ მეგობრული შეჯიბრი. ეს ტურნირი გააძლიერებს მეგობრობას და ურთიერთგაგებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ სოციალურ პასუხისმგებლობებს – მომავალი თაობები უნდა იყვნენ ინფორმირებული არა მხოლოდ სპორტის გასართობ და ჯანმრთელობის ასპექტებზე, არამედ იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც მას მოაქვს საზოგადოებისთვის.

სხვა კლუბებთან ერთად, უმაღლესი კლასის ძიუდოისტებით დაკომპლექტებული სამი უძლიერესი ქართული კლუბი საკუთარ კედლებში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას შეეცდება. დარწმუნებული ვარ, ეს დიდებული შეჯიბრი უმაღლეს საორგანიზაციო დონეზე ჩატარდება და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენების ბრძოლები სიამოვნებას მიანიჭებს ქართველ გულშემატკივარს“.

25 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, კენჭისყრა გაიმართება, სადაც გადაწყდება თუ ვინ რომელ ბადეში მოხვდება.

EJU: “მოგესალმებით საქართველოდან 2022 წლის ჩემპიონთა ლიგაზე…”

სტატიის ავტორი
-