ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა.

პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ლუკა კაპანაძე, გიორგი თუთაშვილი (66კგ), ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩაერთვებიან.

ეთერ ლიპარტელიანი საქმეში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ჩაერთო და მისი მეტოქე ხორვატი – დორა ბორტასი იყო. ლიპარტელიანმა მარტივად დაამარცხა ხორვატი მეტოქე და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ჰოლანდიელი – პლეუნ კორნელისე იყო. ეთერ ლიპარტელიანმა მარტივად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი – სეიხა ბალჰაუსი იქნება.

(840)

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

სტატიის ავტორი
-