ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა – პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი ოლიმპიადაზე

თელ-ავივში გამართულ თელ-ავივის გრანდ სლემზე, ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და იგი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებს მედალი მოუპოვა.

გარდა ამისა, ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა რადგან, ეთერ ლიპარტელიანმა 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიო რეიტინგში 7 პოზიციით დაწინაურდა. ლიპარტელიანმა 28 ადგილიდან 21 ადგილზე გადაინაცვლა და ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს ოლიმპიადაზე იქნება პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც ოლიმპიადაზე ასპარეზობას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე (2016 წელს) საქართველოს ნაკრების სახელით ქალებში ასპარეზობდა ნიდერლანდელი – ესტერ სტამი.

ამ ისტორიულ ფაქტს, სოციალურ ქსელში ეთერ ლიპარტელიანი თავად გამოეხმაურა:

მოგესალმებით მეგობრებო.
პირველ რიგში სანამ სათქმელზე გადავიდოდე, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისა და…

Posted by Liparteliani Etuki on Monday, 22 February 2021

ეთერ ლიპარტელიანმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა – პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი ოლიმპიადაზე

სტატიის ავტორი
-