ევროპის ჩემპიონატი – დღე II: ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა (პრევიუ)

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, 16 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს.

ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს: ოლიმპიური ჩემპიონი – ლაშა შავდათუაშვილი და მარიამ ჭანტურია.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში წარსდგება ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება.

ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, მოლდოველ – პეტრუ პელივანისა და პოლონელ – ვიქტორ მროვჩისნიკს შორის გამარჯვებული იქნება. აღასანიშნავია ის ამბავიც, რომ ლაშას საკმაოდ მარტივი ბადე აქვს. მას ბადეში ერთადერთი ძლიერი ძიუდოისტი, უნგრელი – მიკლოშ უნგვარი ჰყავს.

-70 კგ

-70 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას – მარიამ ჭანტურია დაიცავს. მარიამი ასპაპრეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ნიდერლანდელი – კიმ პოლინგემი იქნება. გამარჯვების შემთხევავში კი 1/4 ფინალურ ეტაპზე, მარიამი პორტუგალიელ – ტიმო ბარბარას დაუპირისპირდება.

მარიამი D ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

(891)

ევროპის ჩემპიონატი – დღე II: ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი გამოვა (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-