ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გადაიდო

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გადაიდო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთში ჩანიშნული ღონისძიება 1-3 მაისის ნაცვლად 19-21 ივნისს ჩატარდება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა სერგეი სლოვეიჩკმა გააკეთა: „კორონავირუსმა ჩვენი, ევროპის ძიუდოს კავშირის და მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი სრულად შეცვალა. გვჯერა და გვწამს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი გადაწყვეტილებები და ის ყველასთვის მაქსიმალურად მისაღები იქნება.”

(87)

ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში გადაიდო

სტატიის ავტორი
-