გელა ზაალიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

280
ნახვა

დღეს, 14 ივლისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.

გელა ზაალიშვილის მეტოქე პირველ რაუნდში იტალიელი – ვინჩენცო დარკო იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე  ტაჯიკ – თემურ რახიმოვსა და რუს – სოსლან ბოსტანოვს შორის გამარჯვებული იქნება.

(280)

გელა ზაალიშვილმა ბუდაპეშტის გრან პრი გამარჯვებით გახსნა!

სტატიის ავტორი
-