გიორგი ბერიაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის მეორე ეტაპზეა!

106
ნახვა

დღეს, 14 ივლისს, სტარტი აიღო ბუდაპეშტის გრან პრიმ, სადაც -90, -100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მთავარი ძალა საქართველოს ნაკრებს -90 კგ-ში ჰყავს, სადაც ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოდიან. -100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს გიორგი ბერიაშვილი, ხოლო +100 კგ-ში კი ონისე ბუღაძე და გელა ზაალიშვილი.

გიორგი ბერიაშვილის მეტოქე პირველ რაუნდში ავსტრიელი – აარონ ფარა იყო, რომელიც გიორგიმ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე  ესტონელი – გრიგორი მინასკინი იქნება.

(106)

გიორგი ბერიაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის მეორე ეტაპზეა!

სტატიის ავტორი
-