გიორგი სარდალაშვილი 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა

ქართული ძიუდოს ერთ-ერთი მთავარი იმედი, 18 წლის გიორგი სარდალაშვილია, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.

სარდალაშვილმა, 2021 წელს, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, შემდეგ კი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მისი ასაკიდან გამომდინარე, მას ძალიან მცირე გამოცდილება აქვს საერთაშორისო შეჯიბრზე გამოსვლისა, თუმცა 2021 წელს მან შეძლო და ორი ძირითად შეჯიბრზე ჯერ ვერცხლის, შემდეგ კი ოქროს მედლები მოიპოვა.

გიორგიმ 2020 წელს, კადეტთა ევროპის თასზე ოქროს მედალიც მოიპოვა.

ძიუდოზე 7 წლიდან შევედი. ჩემი პირველი კლუბი “რუსთავი” იყო, ახლა კი კლუბ “შევარდენში” ვვარჯიშობ. 

გიორგი სარდალაშვილი 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა 1

“პირველად ძიუდოს 2012 წლის ოლიმპიაზე ვუყურე, მას შემდეგ ჩემი ოცნებაა, რომ ოლიმპიადაზე ჩემი ქვეყანა წარვადგინო. ვიბრძოლებ იმისთვის, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მივიღო. ვფიქრობ ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე ქართული სტილით ჭიდაობა და ძალაა, ყველაზე სუსტი კი ქვეჭიდში (ნე-ვაზაში) ვარ”. – გიორგი სარდალაშვილი.

“იგი ჯერ 18 წლის არის და საკმაოდ ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ უფრო განვითარდეს და გააუმჯობესოს საკუთარი თავი, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დიდი შედეგი დააფიქსიროს”. – EJU.

გიორგი სარდალაშვილი 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა 2

“მთავარია იყო შრომისმოყვარე და ამ ყველაფერთან ერთად “ჯანმრთელი”, რომ ტრავმებმა ხელი არ შეგიშალოს. ეს კი გიორგი სარდალაშვილს კარგად აქვს გათვითცნობიერებული” – EJU.

გიორგი სარდალაშვილი 2021 წლის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა

სტატიის ავტორი
-