გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

984
ნახვა

დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდულმა ევროპის ჩემპიონატმა.

პირველ საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ლუკა კაპანაძე, გიორგი თუთაშვილი (66კგ), ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ჩაერთვებიან.

გიორგი თუთაშვილი საქმეში პირველივე ეტაპიდან (1/16 ფინალიდან) ჩაერთო და მისი მეტოქე სლოვენიელი – ურჰ კლოფჩიჩი იყო. გიორგიმ მარტივად დაამარცხა სლოვენიელი მეტოქე და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ლატვიელი – არტიომს გალაკტიონოვსი იყო. ქართველმა ფალავანმა ლატვიელი მეტოქეც დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იგი ჰოლანდიელ – ივო ვერვერჰორსტერტს შეებრძოლა. გიორგიმ ჰოლანდიელი მეტოქეც დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც  აზერბაიჯანელი – იბრაჰიმ ალიევი დაუხვა. გიორგი თუთაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქეც დაამარცხა და ფინალში გავადა, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი – ადილ ოსმანოვი იყო.

(984)

გიორგი თუთაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

სტატიის ავტორი
-