გურამ თუშიშვილი მეოთხედფინალშია

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება იზეიმა გურამ თუშიშვილმა. უკრაინელი იაკივ ხამოს დამარცხებით, გურამ თუშიშვილმა 100+ წონით კატეგორიაში მეოთხედფინალური საგზური მოიპოვა. მეოთხედფინალში, თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერსა და სერბ ზარკო კულუმს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

(1201)

სტატიის ავტორი
-