გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპინატის 1/8 ფინალშია!

1.65K
ნახვა

დღეს, 31 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღემ, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი იცავს. იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ინდოელი – შუბჰამ კუმარი იყო. გურამმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – თემურ რახიმოვი იქნება.

(1654)

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპინატის 1/8 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-