გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

2.33K
ნახვა

დღეს, 31 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღემ, სადაც ვაჟებში +100, ხოლო ქალებში +78 კგ წონით კატეგორიები ასპარეზობენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსებას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – გურამ თუშიშვილი იცავს. იგი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ინდოელი – შუბჰამ კუმარი იყო. გურამმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი – თემურ რახიმოვი იყო. გურამს არც ტაჯიკი ძიუდოისტის დამარცხება არ გაჭირვებია და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე უძლიერესი ჰოლანდიელი – ჰენკ გროლი იქნება.

(2325)

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

სტატიის ავტორი
-