გურამ თუშიშვილი: “ქვეყანაში ემოციური ფონია და ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს ვუძღვნი…”

3.94K
ნახვა

1 საათის წინ გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. გამარჯვების შემდეგ გურამ თუშიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ძალიან ემოციური კომენტარი გააკეთა:

“რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ, ძალიან საპასუხისმგებლო იყო აქ გამოსვლა და ორმაგად მოტივირებული ვიყავი, რომ ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა გამეხარებინა, თან მით უმეტეს ფინალში დაძაბული ბრძოლა მქონდა და რაც ხდება ასევე, როგორი ფონიც არის ჩვენს ქვეყანაში. ამის გამო ორმაგად მოტივირებული ვიყავი, ეს სპორტია, მაგრამ ამ  გამარჯვებას მაინც საქართველოს და ქართველ ხალხს ვუძღვნი.” – განაცხადა გურამ თუშიშვილმა.

ფოტო: ლევან ახალკაცი

(3935)

გურამ თუშიშვილი: “ქვეყანაში ემოციური ფონია და ამ გამარჯვებას ქართველ ხალხს ვუძღვნი…”

სტატიის ავტორი
-