ჯაბა პაპინაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა!

დღეს, 22 თებერვალს სტარტი აიღო 2019 წლის მეორე გრანდ სლემმა დიუსელდორფში.

დღეს, იასპარეზებენ -60 და -66 კილოგრამ წონითი კატეგორიები. -60 კილოგრამში საქართველოს სახელით ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობენ, ხოლო -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გიორგი გუგულაშვილი ასპარეზობდა, რომელიც მეორე რაუნდში დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი მესამე ეტაპზე ესპენელ – ფრანცისკო გარიგოსს  შეხვდა.  ქართველი ფალავანი ესპანელ მეტოქესთან დამარცხდა და დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა.

(39)

ჯაბა პაპინაშვილი დიუსელდორფის გრანდ სლემს გამოეთიშა!

სტატიის ავტორი
-