ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

დღეს ძიუდოში სტარტი აიღო ახალგაზრდულმა მსოფლიოს ჩემპიონატმა.

საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ასპარეზობს. ჯაბამ პირველი შეხვედრა ამერიკელ ბრეტ ენტპონისთან გაიმარჯვა, შემდეგ მან არგენტინელი კარლოს მალდონადო დაამარცხა, ხოლო A ბადის ფინალში იგი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდა. ჯაბამ A ბადეში ყველა მატჩი მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში მისი მეტოქე იაპონელი გენკი გოკა იქნება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

(730)

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია

სტატიის ავტორი
-