ჯარჯი ზვიადაური უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად?!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ძიუდოისტი, რომელიც საბერძნეთის სახელით (-81 და -90) კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობდა უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ Live.ge ჯარჯი ზვიადაურს დაუკავშირდა და ამ ფაქტზე დეტალები დააზუსტა:

– გამარჯობა ჯარჯი, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რომ თქვენ უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ინიშნებით, შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაგვიდასტუროთ ან უარყოთ?

გამარჯობა, ეს ჯერ ოფიციალური არ არის, თუმცა მთავარ მწვრთნელობამდე მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერაღა მაკლია და მცირედი დეტალებია შესათანხმებელი. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შევთანმხდებით, დიახ მე გავხდები უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უზბეკეთის ნაკრების წევრები ახლა საქართველოში იმყოფებიან და ჯარჯი ზვიადაურთან ერთად ვარჯიშობენ, ასევე ისინი შეხვდნენ ქართველ ძიუდოისტებს.

ჯარჯი ზვიადაური უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად?! 1ფოტო უზბეკეთის ნაკრების ერთ-ერთი წევრის “Instagram” გვერდიდან.

შეგახსენებთ, რომ ჯარჯი ზვიადაური საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, რომელიც საბერძნეთის სახელით გამოდიოდა და მას სახელი – ილიას ილიადისი ერქვა. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია. ჯარჯი 2004 წლის ოლიმპიური ოქროს და 2012 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე 2010, 2011, 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ასევე 2004 და 2011 წლის ევროპის ჩემპიონი.

მან პროფესიონალური კარიერა 2016 წელს დაასრულა.

(695)

ჯარჯი ზვიადაური უზბეკეთის ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად?!

სტატიის ავტორი
-